აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
დადგენილებები

წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება № 39/2012 საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობის (კატალოგის) ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

 

39/2012                                                                                                                      26.04.2012

წარმომადგენლობითი საბჭოს

დადგენილება

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობის (კატალოგის) ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ედსუ–ს დებულების მე–7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობის (კატალოგის) ახალი რედაქცია დანართში (დანართი #1) მოცემული სახით.  

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ და განთავსდეს ედსუ ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

 

დავით ქადაგიძე 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,

წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე

 

უკან