აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
დადგენილებები

წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება № 42/2012 სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

№ 42/2012                                                                     20.07.2012

წარმომადგენლობითი საბჭოს

დადგენილება

ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების 29–ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე

 

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესის მე–2 მუხლის მე–9 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით „2.9 ედსუ-ს მაგისტრატურაში,  სამაგისტრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის წინაპირობაა შესაბამის ფაკულტეტზე გასაუბრების გავლა და გასაუბრების კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება.“

2. შევიდეს ცვლილება ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესის მე–12 მუხლის მე–7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით „12.7.გ. მაგისტრატურაში მისაღები სპეციალობის გამოცდის ჩატარების ფორმაა ზეპირი გამოცდა და ფასდება 100 ქულიანი სისტემით“.

3. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ და განთავსდეს ედსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

 

დავით ქადაგიძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,

წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე

უკან