აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
დადგენილებები

წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება № 48/2012 აკადემიური პერსონალის/მოწვეული პედაგოგის სასწავლო დატვირთვათა ფორმებში ცვლილების შეტანისა და ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

 

48/2012                                                                                               04.09.2012

წარმომადგენლობითი საბჭოს

დადგენილება

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის/მოწვეული პედაგოგის სასწავლო დატვირთვათა ფორმებში ცვლილების შეტანისა და ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ედსუ–ს დებულების მე–7 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის/მოწვეული პედაგოგის სასწავლო დატვირთვათა  ფორმებში და დამტკიცდეს ახალი რედაქციით (დანართი #1) მოცემული სახით.  

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ და განთავსდეს ედსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

დავით ქადაგიძე 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,

წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე

 

უკან