აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
დადგენილებები

წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება № 55/2012 სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ცვლილებების განხორციელებისა და ახალი რედაქციების დამტკიცების შესახებ

 

55/2012                                                                                          30 .11.2012

წარმომადგენლობითი საბჭოს

დადგენილება

ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ცვლილებების განხორციელებისა და ახალი რედაქციების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ედსუ–ს დებულების მე–7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაში და დამტკიცდეს ახალი რედაქციით დანართში (დანართი #1) მოცემული სახით. 

2. შევიდეს ცვლილებები  ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაში და დამტკიცდეს ახალი რედაქციით დანართში (დანართი #2) მოცემული სახით. 

3. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ და განთავსდეს ედსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

დავით  ჩერქეზიშვილი

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,

წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე 

 

 

უკან