აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
დადგენილებები

წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება № 02/2012 მისიის დამტკიცების შესახებ

 

02/2012                                                                                            14.02.2012

წარმომადგენლობითი საბჭოს

დადგენილება

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის მისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე

 

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

 

1. ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის მისია არის:  

ა) სწავლებისა და კვლევის განუყოფლობა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა;  

ბ) დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე, ქართულ და მსოფლიო კულტურულ ღირებულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისთვის;

გ) სტუდენტთა დასაქმებასა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება ცვალებადი საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით;

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ და განთავსდეს ედსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

დავით ქადაგიძე 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,

წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე

 

უკან