აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
დადგენილებები

წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება № 03/2012 განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და მოკლევადიანი (ერთწლიანი) სამოქმედო გეგმების დამტკიცების შესახებ

 

03/2012                                                                                           14.02. 2012

წარმომადგენლობითი საბჭოს

დადგენილება

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და მოკლევადიანი (ერთწლიანი) სამოქმედო გეგმების   

დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ედსუ–ს დებულების მე–7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 

 

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და მოკლევადიანი (ერთწლიანი) სამოქმედო გეგმები დანართებში მოცემული ფაკულტეტების განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და მოკლევადიანი (ერთწლიანი) სამოქმედო გეგმების სახით:

ა) ბიზნესის ფაკულტეტის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (დანართი #1)

ბ) იურიდიული ფაკულტეტის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (დანართი #2)

გ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (დანართი #3)

დ) ბიზნესის ფაკულტეტის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო გეგმა (დანართი #4)

ე) იურიდიული ფაკულტეტის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო გეგმა (დანართი #5)

ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო გეგმა (დანართი #6)

2. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ და განთავსდეს ედსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

დავით ქადაგიძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,

წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე

 

უკან