აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
შეხვედრა რექტორთან

შეხვედრა რექტორთან

აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 30 მაისს გაიმართა სტუდენტების შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან. 
რექტორმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე. კერძოდ:
1. გაუმჯობესდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა: გაიზარდა წიგნადი ფორნდი (დაემატა 400–მდე წიგნი), გაკეთდა საფეხმავლო გზა და განათება გურამიშვილის გამზირიდან, გარემონტდა და სექტემბრიდან ექსპლოატაციაში შევა შენობის მესამე სართული; 
2. სტუდენტების თხოვნის გათვალისწინებით შეიცვალა გამოცდის სავალდებულო მინიმალური ზღვარი;
3. დასრულდა საბაკალავრო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი და დაემატება 5 ახალი პროგრამა:
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
განათლების მენეჯმენტისა და კვლევის სამაგისტრო პროგრამა
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა;
4. უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიათა რაოდენობა 50–მდე გაიზარდა;
6. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულეტის 2 წარჩინებული სტუდენტი სექტემბრიდან მიემგზავრება და სწავლას განაგძრობს ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში. 
5. წარჩინებული სტუდენტები გადიან სტაჟირებას სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციაში და ახალი სასწავლო წლიდან ინტენსიურად გაგრძელდება სტუდენტების სტაჟირების პროცესი როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში;
7. მომავალი სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს უნივერსიტეტის საკარიერო სერვისი. 
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა–პასუხის რეჟიმში, სადაც თითოეულ სტუდენტს საშუალება ჰქონდა პირადად რექტორისგან ან/და ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან მიეღო პასუხი კითხვაზე. დაისვა უამრავი შეკითხვა, რაზეც სტუდენტებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს. მათ, ასევე გამოთქვეს სურვილები და მოსაზრებები უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 
შეხვედრის დაწყებამდე ჩატარდა სტუდენტთა ანონიმური გამოკითხვა, თუ რას ისურვებდნენ უნივერსიტეტში. გამოკითხვის ფურცლები ანალიზისა და რეაგირებისთვის გადაეცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. 
შეხვედრის დასასრულს, დაჯილდოვდა საუნივერსიტეტო ოლიმპიადაში გამარჯვებული ექვსი სუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტუდენტი. გამარჯვებულებს უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა, ვლალდიმერ თუხარელმა გადასცა ფულადი პრიზები. 
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზებას.

უკან